Radio Fortuna

რადიო ”ფორტუნა” 19 წლის სტაბილური რეიტინგის მატარებელი რადიოსადგურია, რომლის ნდობის კოეფიციენტი საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება. Show more ”ოქროს სტანდარტი FM-ზე” – ეს სლოგანი პასუხობს რადიოსადგურის დაარსებიდან დამკვიდრებულ მოთხოვნას – შევთავაზოთ მსმენელს და საქმიან პარტნიორებს მაღალი ხარისხის პროდუქცია. ”ოქროს სტანდარტი” განაპირობებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, წამყვანი ბიზნეს-კომპანიებისა და ზოგადად, რადიომსმენელის მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი რადიოსადგურის მიმართ. ესაა მხოლოდ ოქროს ჰიტებით შეზავებული მუსიკალური ფორმატის რადიო, რომლის მუსიკალურ არქივიშია 60-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ჰიტები. ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივ-შემეცნებითი გადაცემების დეფიციტს განიცდის. ჩვენი ამოცანაა, მსმენელმა მაქსიმალურად მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და სხვა თემების გარშემო. სწორედ ამიტომ რადიოსადგურს გააჩნია ძალიან მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს 16 წლიანი აქტიური მუშაობის შედეგია. ამას მოწმობს უამრავი წამრატებული პროექტი, რომელიც დღემდე გადის რადიო ”ფორტუნას” ეთერის მეშვეობით. რადიო ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური წლების მანძილზე ინარჩუნებს სანდოობის მაღალ მაჩვენებელს საინფორმაციო სივრცესა და მსმენელთა შორის. ყოველდღიურად ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ უახლეს, ოპერატიულ და ექსკლუზიურ ინფორმაციას, ჩართვებს შემთხვევის ადგილიდან. ჩვენი წამყვანების და კორესპონდენტების, პროდიუსერების ეფექტური შრომის შედეგად თქვენ შეგიძლიათ საათში ორჯერ პირველებმა გაიგოთ ის, რაც ხდება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, გაიგოთ რას წერს ქართული პრესა და რა ხდება თქვენს გარშემო განსხვავებული, მაგრამ საინტერესო. რადიო ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური არის ყველგან, სადაც საქართველოა FM 106.9-ზე!

Popular
About Radio Fortuna
Location:
T'bilisi / Georgia
Website:
https://fortuna.ge/fortuna
Comments
Leave a comment
Last Listened Radios
First listen a radio ;)
MyRadioBox

© Copyright 2022